სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი - ეკატერინე
ცირეკიძე (60002008511)
საგანი -ინგლისური
ენა
სწავლების საფეხური/კლასი - IV კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა : 24
სსმ მოსწავლე : არ არის
გაკვეთილის თემა : The
Animal Shelter
გაკვეთილის ხანგრძლივობა : 45 წუთი
სამოდელო გაკვეთილის ტიპი - ინტეგრირებული: ინგლისური - ხელოვნება
მიმართულება:
ინგლისური - კითხვა- წერა
ხელოვნება- შემოქმედებითობისა და
პრაქტიკული
უნარ-ჩვევების განვითარება
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა ტექსტზე
დაყრდნობით შეძლონ მცირე
ზომის ტექსტის შედგენა და
ერთობლივად შექმნან შედგენილი ტექსტის
შინაარსთან შესაბამისი სურათი.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი
შედეგი , ინდიკატორები :
ინგლისური:
უცხ.ს.IV.7. მოსწავლეს
შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს ადაპტირებული ნოველა, მოთხრობა (ან ნაწყვეტი მოთხრობიდან).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სათაურს გააზრებულად
აკავშირებს ტექსტთან;
·
ამოიცნობს მთხრობელს,
პერსონაჟებს;
·
ამოიცნობს მოვლენათა
თანამიმდევრობას;
·
ამოიცნობს კონკრეტულ
ინფორმაციას (ვინ, სად, რატომ, რა მიზნით
და სხვა);
·
ამოიცნობს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და აფასებს მათ
საქციელს;
·
ამოიცნობს პერსონაჟებს შორის
არსებულ ურთიერთობებს;
უცხ.ს.IV.10. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის/ნაწყვეტის ხმამაღალი კითხვა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
შეარჩევს ტექსტს/ნაწყვეტს, რომლის
წაკითხვაც სურს აუდიტორიის წინაშე;
·
ხმამაღლა წაკითხვამდე
გაიაზრებს ტექსტის შინაარსს;
·
შინაარსის შესაბამისად ცვლის
მეტყველების ტემპს, ხმის ტემბრსა და სიმაღლეს;
·
ინტონაციით გამოხატავს
ტექსტში ასახულ ემოციებს;
·
სასვენი ნიშნების ფუნქციით
იყენებს ინტონაციას;
·
კითხვის პროცესში ცდილობს
მხედველობითი კონტაქტის დამყარებას აუდიტორიასთან;
უცხ.დ.IV.7. მოსწავლეს
შეუძლია კითხვის სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
დამოუკიდებლად ამოიცნობს
უცნობი სიტყვების, წინადადებების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების დახმარებით (მაგ., კონტექსტი, ილუსტრაცია)
·
ილუსტრაციებზე, სათაურზე
დაყრდნობით მშობლიურ ენაზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
უცხ.დ.IV.8. მოსწავლეს შეუძლია მცირე
ზომის ტექსტების შედგენა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მოცემულ ყალიბს ავსებს
განსხვავებული შინაარსით;
·
მოდელის მიხედვით წერს ახალ ტექსტს;
ხელოვნება:
ს.გ IV.6 მოსწავლეს შეუძლია
ითანამშრომლოს სხვებთან როგორც საკუთარი
,ისე საერთო მიზნის მისაღწევად
შედეგი
თვალსაჩინოა თუ მოსწავლე
·
ჩართულია ერთობლივი მხატვრული ნამუშევრის შექმნაში
წინარე
ცოდნა: ( ინგლისური) ცხოველთა სამყაროსთან დაკავშირებული ლექსიკური ერთეულები (domestic
and wild animals, appearance, body
parts, what animals can do, where animals live, what animals eat... )
(ხელოვნება) ფლობენ ცხოველების
ხატვის ტექნიკას.
შეფასება: განმავითარებელი
- მოსწავლეებს ვაძლევ
ინდივიდუალურად განმავითარებელ შეფასებას ყოველი აქტივობის შემდეგ .ასევე ვიყენებ ჯგუფური მუშაობის რუბრიკას .(დანართი1)
მოსწავლეთა თვითშეფასება:
მოსწავლეები ჯგუფური მუშაობის
შესრულების შემდეგ აფასებენ თავიანთ ნამუშევარს "ჯგუფური მუშაობის თვითშეფასების
რუბრიკის" დახმარებით.(დანართი 2)
№
|
აქტივობა
|
გამოყენებული მეთოდი/
მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსი
|
დრო
წთ
|
1.
|
საორგანიზაციო
საკითხები.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეების აღრიცხვა, გაკვეთილის მიზნის
გაცნობა და პოზიტიური გარემოს შექმნა
აქტივობის აღწერა:
ვესალმები კლასს, აღვრიცხავ
მოსწავლეებს რომლებიც არ ესწრებიან გაკვეთილს.
გავაცნობ გაკვეთილის მიზანს.
|
ვერბალური
კომუნიკაცია
|
მთელი კლასი
|
გაკვეთილის მიზნის პოსტერი,
შეფასების რუბრიკები
|
2
წთ.
|
2.
|
წინარე ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის მიზანი:
გაკვეთილის თემაზე
ფოკუსირება ( The Animal Shelter) slideshow-ს
დახმარებით . მოცემულ თემასთან დაკავშირებული
სიტყვების გააქტიურება. (წინარე ცოდნა)
აქტივობის აღწერა :
მოსწავლეებს ვთხოვ გამოიცნონ გაკვეთილის თემა კროსვორდის მეშვეობით. კროსვორდის შევსებაში
დაეხმარებათ სლაიდშოუ რომელშიც წარმოდგენილია გამოცანები ცხოველების შესახებ.
( გამოცანებში გათვალისწინებულია მოსწავლეთა
წინარე ცოდნა ცხოველთა სამყაროს შესახებ) თითოეული გამოცნობილი ცხოველის სახელწოდების
პირველი ასობგერა წარმოადგენს გაკვეთილის თემის სათაურის შემადგენელ ასობგერას.
მოსწავლეებს ინდივიდუალურად ვაძლევ განმავითარებელ შეფასებას.
|
ქვიზი
კროსვორდი
აქტიური ყურება
ვერბალური კომუნიკაცია
ქვიზი
|
მთელი კლასი
|
მასწავლებლის მიერ შექმნილი slideshow-პრეზენტაცია
პროექტორი
კროსფორდის პოსტერი
მარკერები
პროექტორი
პოვერპოინტ გამოცანები
|
5
წთ.
|
3.
|
თემატიკასთან დაკავშირებული ვიდეოს ჩვენება და მარტივი
ინტერაქცია .
აქტივობის მიზანი:
კითხვის დაწყებამდე სტრატეგიის დახმარებით
ტექსტის გაგების ხელშეწყობა და მარტივ ინგლისურ ინტერაქციაში მონაწილეობა.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს ვთხოვ უყურონ video ცხოველთა თავშესაფრის შესახებ (2წთ) . ფილმის დასრულების
შემდეგ ვთხოვ გასცენ პასუხები შემდეგ კითხვებს:
·
What is the cartoon
about ?
·
Which animal
does dad want to adopt?
·
Which animal
does mum want to adopt?
·
Which animal does the girl want to adopt?
·
Which animal does the boy want to adopt?
მოსწავლეებს გზადაგზა ვაძლევ განმავითარებელ შეფასებებს.
|
აქტიური ყურება;
სტრატეგია-
კითხვის დაწყებამდე ;
კითხვა - პასუხი;
ღია კითხვები
|
მთელი კლასი
ინდივიდუალური
|
ვიდეო
პროექტორი
ღია კითხვარი ( დანართი-4)
|
8
წთ.
|
4.
|
ტექსტის კითხვა.
აქტივობის მიზანი:
ტექსტის The Animal Shelter გაგება
-გააზრება.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს ვყოფ 4 ჯგუფად. ვურიგებ ტექსტის ჰენდაუტებს ინდივიდუალურად
და ვთხოვ წაიკითხონ ჩუმი კითხვის მეთოდის
გამოყენებით, რათა მზად იყვნენ შემდეგი აქტივობის შესასრულებლად რომელსაც შეასრულებენ
ჯგუფურად. ტექსტის კითხვისას უნდა გაამახვილონ ყურადღება, თუ რომელი ცხოველი
რა მოქმედებას ასრულებს ტექსტში. კითხვის
დასრულების შემდეგ თითოეულ ჯგუფს ვურიგებ 4 სავარაუდო პასუხს. პოვერპოინტში დასმულ შეკითხვებს ხმამაღლა კითხულობენ ის მოსწავლეები, რომელთაც ვიძახებ
შემთხვევითობის პრინციპით . მოსწავლეები ირჩევენ ოთხიდან ერთ-ერთს და აფიქსირებენ
თავიანთპასუხს, რომლის შემოწმება ხდება
სიცრუის დეტექტორის მეშვეობით.
( მასწავლებლის მიერ შექმნილი რესუსრსი.)
შეფასებას ვახდენ სმაილიკების დახმარებით,
თითოეული სწორი პასუხი თითო სმაილი ანუ ერთი ქულა.
ასევე მოსწავლეებს ვაძლევ განმავითარებელ
შეფასებებს წინადადებების სწორად წაკითხვისა და სიტყვების წარმოთქმისას.
|
სტრატეგია კითხვის დროს-და კითხვის შემდეგ
დეტალური კითხვა
ქვიზი
|
ინდივიდუალური
ჯგუფური
|
პოვერპოინტში
აწყობილი სიცრუის დეტექტორი,
ტექსტის ჰენდაუტები(დანართი 3)
|
8
წთ.
|
5.
|
მცირე ზომის ტექსტის შედგენა და ტექსტის
შინაარსის შესაბამისი სურათის შექმნა.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა ააგონ მცირე ზომის ტექსტი ცხოველთა თავშესაფრის შესახებ და ერთობლივად ჯგუფებში
შექმნან შესაბამისი სურათი.
აქტივობის აღწერა:
ჯგუფებს ვურიგებ ჯგუფური მუშაობის თვითშესაფასების
რუბრიკებს,ფლიპჩარტებსა და დავალების ბარათებს სადაც მითითებულია შესასრულებელი სამუშაოს
ინტსტრუქცია, კერძოთ: უნდა ამოირჩიონ ერთ-ერთი ცხოველი ,რომლის აყვანასაც ისურვებდნენ
თავშესაფრიდან და დაწერონ თუ რატომ აირჩიეს ის; რისი გაკეთება შეუძლია ამ ცხოველს
და დახატონ შესაბამისი ფოტოსურათი.
შეავსებენ "ჯგუფის
მუშაობის თვითშეფასების რუბრიკას.
|
შემოქმედებითი წერა;
ტექსტის ვიზუალიზაცია
|
ჯგუფური მუშაობა
|
ფლიპჩარტები, დავალების ბარათები, ფერადი
ფანქრები,მარკერები, ჯგუფის მუშაობის თვითშეფასების რუბრიკები.(დანართი2)
დავალების ბარათი (დანართი 5)
|
10
წთ.
|
6.
|
პრეზენტაცია
ატივობის მიზანი: მოსწავლეთა მიერ გაწეული მუშაობის შედეგის
წარდგენა
აქტივობის აღწერა:
დროის ლიმიტის ამოწურვის შემდეგ პრეზენტატორებს
ვთხოვ წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევრები.
ჯგუფის მიერ არჩეული პრეზენტატორები წარმოადგენენ პრეზენტაციებს. ასევე მათ ნამუშევრებს შეაფასებენ "ჯგუფის მუშაობის თვითშეფასების რუბრიკის " დახმარებით.
|
ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი
ჯგუფური
|
მოსწავლეთა მიერ შექმნილი პოსტერები
შევსებული თვითშეფასების კითხვარები (დანართი
2)
|
10
წთ.
|
7
|
შეფასება
აქტივობის აღწერა:
თითოეული პრეზენტაციის დასრულების შემდეგ
ჯგუფებს ვაძლევ უკუკავშირს და ვაფასებ განმავითარებელი შეფასებით (წინასწარ შემუშავებული ჯგუფური სამუშაოს შეფასების
რუბრიკით)
|
განმავითარებელი
|
ჯგუფური და ინდივიდუალური
|
შეფასების რუბრიკა
(დანართი1)
|
2
წთ.
|
დანართი1
ჯგუფური მუშაობის შეფასების
რუბრიკა
კრიტერიუმები
|
excellent
|
Good
|
Needs improvement
|
თანამშრომლობა
|
ჯგუფის ყველა წევრი აქტიურად არის ჩართული
დავალების შესრულებაში
|
ჯგუფის მხოლოდ ერთი ან ორი წევრი აქტიურობს
დავალების შესრულების დროს
|
ჯგუფის წევრები თითქმის არ თანამშრომლობენ
|
დროის
ლიმიტი
|
ჯგუფის წევრები იცავენ დროის ლიმიტს (მოცემულ
დროში ამთავრებენ სამუშაოს)
|
ჯგუფი ბოლომდე ვერ იცავს დროის ლიმიტს (მცირედი
დავალება დარჩათ შეუსრულებელი)
|
ჯგუფი ვერ იცავს დროის ლიმიტს(დროულად ვერ მოხერხდა დავალების ბოლომდე შესრულება)
|
გამოყენებული ლექსიკური ერთეულები
|
გამოყენებული ლექსიკური
ერთეულები სრულად პასუხობს მოცემულ დავალებას
|
გამოყენებული ლექსიკური
ერთეულები ნაწილობრივ პასუხობს მოცემულ დავალებას
|
გამოყენებული ლექსიკური
ერთეულები ვერ პასუხობს მოცემულ დავალებას
|
ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენება ტექსტის შედგენისას
|
მოსწავლეებმა სწორად
დააკავშირეს ახალი ლექსიკური ერთეულები შესაბამის ილუსტრაციებთან.
|
მოსწავლეებმა დაუშვეს
ცოტა შეცდომა ახალი ლექსიკური ერთეულების დაკავშირებისას შესაბამის ილუსტრაციასთან.
|
მოსწავლეებმა დაუშვეს შეცდომები ახალი ლექსიკური ერთეულების დაკავშირებისას
შესაბამის ილუსტრაციასთან.
|
ნახატის შესაბამისობა ტექსტის შინაარსთან
|
მოსწავლეების მიერ
შესრულებული ნახატი სრულიად შეესაბამება
ტექსტის შინაარს
|
მოსწავლეების მიერ
შესრულებული ნახატი ნაწილობრივ შეესაბამება
ტექსტის შინაარს
|
მოსწავლეების მიერ
შესრულებული ნახატი არ შეესაბამება ტექსტის
შინაარს
|
დანართი 2
მოსწავლეთა
თვითშეფასების რუბრიკა
ჯგუფის
მუშაობის თვითშეფასების რუბრიკა
|
|||
ჯგუფის ყველა წევრი აქტიურად ვიყავით ჩართული
დავალების შესრულებაში
|
😊
|
😐
|
🙁
|
დავიცავით დროის ლიმიტი (მოცემულ დროში დავასრულეთ
სამუშაო)
|
😊
|
😐
|
🙁
|
გამოვიყენეთ ახალი
ლექსიკური ერთეულები
|
😊
|
😐
|
🙁
|
შევადგინეთ
მცირე ზომის ტექსტი
|
😊
|
😐
|
🙁
|
შევქმენით ტექსტის შესაბამისი ფოტოსურათი
|
😊
|
😐
|
🙁
|
დანართი 3
დანართი 4
დანართი 5
სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი - ეკატერინე ცირეკიძე (60002008511)
საგანი -ინგლისური ენა
სწავლების საფეხური/კლასი - IV კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა : 24
სსმ მოსწავლე : არ არის
გაკვეთილის თემა : The Water Cycle
გაკვეთილის ხანგრძლივობა : 45 წუთი
სამოდელო გაკვეთილის ტიპი - ინტეგრირებული: ინგლისური - ბუნება
მიმართულება:
ინგლისური - კითხვა- საუბარი
ბუნება- დედამიწა და გარესამყარო
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ ილუსტრაციებისა და კითხვის ეფექტური სტრატეგიების გამოყენებით შეძლოს უცხო ტექსტის გაგება - გააზრება , წყლის წრებრუნვის დახასიათება და მისი სქემატურად
გამოსახვა.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი
, ინდიკატორები :
ინგლისური:
უცხ.დ.IV.5. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული
ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ნაცნობ სიტყვებსა და ილუსტრაციებზე
დაყრდნობით ამოიცნობს ორ-სამწინადადებიანი ტექსტის შინაარსს;
·
მოსმენისას დამუშავებულ ტექსტში
მოიძიებს კონკრეტულ სიტყვებს (მაგ., პერსონაჟთა
სახელებს, ერთი სემანტიკური ველის სიტყვებს), რეპლიკებს;
·
ტექსტში პოულობს ილუსტრაციის
შესაბამის მონაკვეთს;
·
ტექსტში მოცემულ ინფორმაციაზე
დაყრდნობით ასრულებს კონკრეტულ ქმედებას (მაგ.
ავსებს ცხრილს/სქემას, ასრულებს ნახატს, პოულობს შესაბამის
ილუსტრაციას და სხვა).
·
ტექსტში მოიძიებს კონკრეტულ
ინფორმაციას (მაგ., სად, როგორი, ვინ, ვისი)
უცხ.დ.IV.6. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს
ხმამაღალი კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
თავისუფლად კითხულობს მცირე
ზომის ტექსტს;
·
მოსწავლე ხმამაღლა, გამართულად
უკითხავს თანაკლასელებს სასურველ/შერჩეულ ნაწყვეტს ტექსტიდან;
·
ცდილობს, დაიცვას შესაბამისი
ინტონაცია სხვადასხვა მოდალობის წინადადების წარმოთქმის დროს;
ბუნება :
ბუნ.IV.7. მოსწავლემ
უნდა შეძლოს ბუნებაში წყლის წრებრუნვის დახასიათება
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ილუსტრაციებზე ან სხვა თვალსაჩინოებაზე დაყრნობით აკვირდება და აღწერს ბუნებაში წყლის სხვადასხვა აგრეგატულ მდგომარეობას;
·
სქემატურად გამოსახავს ან/და ქმნის ბუნებაში წყლის წრებრუნვის მოდელს;
წინარე ცოდნა: ( ინგლისური) ამინდთან
დაკავშირებული ლექსიკური ერთეულები (sunny, cloudy, windy, stormy, hail,
sleet, rain, raindrops...)
წყლის აგრეგატული მდგომარეობის
აღმნიშვნელი სიტყვები ( solid, liquid, gas, steam, water, wet... )
ტემპერატურის გამომხატველი სიტყვები ( hot, cool, cold, warm, freezing...)
ზმნები: ( to
go up, to go down, to become, to dry ,
to cool, to heat....)
(ბუნება) წყლის ბრუნვის მცირე და
დიდი ციკლი.
წყლის აგრეგატული
მდგომარეობა
შეფასება: განმავითარებელი
- მოსწავლეებს ვაძლევ ინდივიდუალურად
განმავითარებელ შეფასებას ყოველი აქტივობის შემდეგ .ასევე ვიყენებ ჯგუფური მუშაობის რუბრიკას .(დანართი1)
მოსწავლეთა თვითშეფასება:
მოსწავლეები ჯგუფური მუშაობის
შესრულების შემდეგ აფასებენ თავიანთ ნამუშევარს "ჯგუფური მუშაობის თვითშეფასების
რუბრიკის" დახმარებით.(დანართი 2)
№
|
აქტივობა
|
გამოყენებული
მეთოდი/
მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო
რესურსი
|
დრო
წთ
|
1.
|
საორგანიზაციო საკითხები.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეების
აღრიცხვა, გაკვეთილის მიზნისა და შეფასების რუბრიკების გაცნობა. პოზიტიური გარემოს
შექმნა
აქტივობის აღწერა:
ვესალმები კლასს,
ვისაუბრებთ ამინდზე და განწყობაზე. აღვრიცხავ მოსწავლეებს რომლებიც არ ესწრებიან გაკვეთილს.
გავაცნობ
გაკვეთილის მიზანს. გავიხსენებთ "ქცევის
წესებს" . ვაკეთებ მცირე ექსკურს
მოსალოდნელი სახალისო აქტივობების შესახებ.
|
ვერბალური
კომუნიკაცია
|
მთელი
კლასი
|
გაკვეთილის
მიზნის პოსტერი,
შეფასების
რუბრიკები
კლასის
წესები
|
5
წთ.
|
2.
|
წინარე
ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის მიზანი: გაკვეთილის
თემაზე ფოკუსირება ( The Water Cycle) და slideshow-ს დახმარებით მოცემულ თემასთან დაკავშირებული სიტყვების გააქტიურება.(წინარე
ცოდნა)
აქტივობის აღწერა
: მოსწავლეებს ვთხოვ გამოიცნონ რებუსი რომელშიც იმალება გაკვეთილის თემა ,( "
წყლის ბრუნვა") . რებუსის გამოცნობის შემდეგ ვუჩვენებ სლაიდშოუს უკვე ნასწავლი სიტყვების ფოტოსურატებზე,რომლებიც
დაკავშირებულია გაკვეთილის თემატიკასთან. მოსწავლეები ასახელებენ ფოტოზე ნაჩვენებ სურათებს ინგლისურად.
( სლაიდშოუში
ნაჩვენებია წყლის აგრეგატული მდგომარეობები, ბუნებრივი მოვლენები,ტემპერატურები,
თემატიკასთან დაკავშირებული ზმნები) ვაძლევ ინდივიდუალურად განმავითარებელ შეფასებას.
|
აქტიური
ყურება
ვერბალური
კომუნიკაცია
ქვიზი
|
მთელი
კლასი
|
მასწავლებლის
მიერ შექმნილი slideshow-პრეზენტაცია
რებუსი
|
3
წთ.
|
3.
|
თემატიკასთან
დაკავშირებული სტიკერების გამოყენებით "წყლის ბრუნვის" ამსახველი სურათის
შექმნა და მისი გამოყენებით ამ ციკლის მოკლე მიმოხილვა ბუნებაში უკვე ნასწავლ ინფორმაციაზე
დაყრდნობით.
აქტივობის მიზანი:
ბუნებაში
ნასწავლი "წყლის ბრუნვის" ვიზუალურად გამოსახვა და მარტივ ინგლისურ ინტერაქციაში
მონაწილეობა.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს
ვთხოვ (ინსტრუქციის მიხედვით, რომელსაც
ვკარნახობ მაგ: Take
the sun and put it on the board on the right side. on the left side, up, down, under... ) დაფაზე
ნაბიჯ-ნაბიჯ ააგონ ბუნების სურათი მაგნიტური სტიკერების მეშვეობით, სადაც გამოსახული
იქნება მზე , ღრუბელი, მთა, მდინარე, წვიმა... და პარალელურად გასცენ
შეკითხვებს სწორი პასუხი რომლებიც დაკავშირებულია წყლის ბრუნვასთან.
·
What
happens when the sun heats the water in the river ? The water becomes ___
A. solid B. liquid C. gas
·
How does the vapour ( steam)
move ? It moves___ A. up in
the sky B. down into the river.
·
What
happens when the vapor ( steam)
moves up in the sky? A. It
becomes cooler B. It becomes hotter
·
What
happens when the raindrops in the cloud become bigger and heavier?
A. The cloud
can't hold the raindrops and it begins to rain. B. The cloud falls down into the river.
·
What
happens when the raindrops come down in the mountains?
A. They collect
(come together) in the river
B. They
become bubbles
მოსწავლეებს
გზადაგზა ვაძლევ
განმავითარებელ შეფასებებს.
|
სტრატეგია- კითხვის დაწყებამდე.
კითხვა
- პასუხი
დახურული
კითხვები
|
მთელი
კლასი
|
მასწავლებლის
მიერ შექმნილი რესურსი- მაგნიტური სტიკერები ( მზე, მთა, მდინარე, ღრუბელი,წვიმის
წვეთები,ისრები, დასათაურებული აღნიშვნები)
კითხვარების
ბარათები (დანართი 1)
|
10
წთ.
|
4.
|
მოძრავი
ილუსტრირებული სლაიდშოუს ჩვენება და უცხო ტექსტის კითხვა.
აქტივობის მიზანი:
სლაიდშოუში
ნაჩვენები ილუსტრაციების მეშვეობით უცხო ტექსტის გაგება -გააზრება.
აქტივობის აღწერა:
მოწავლეებს ვთხოვ წაიკითხონ სლაიდზე დატანილი ტექსტი რომელზედაც დართული იქნება შესაბამისი
ილუსტრაციები,რაც გაუადვილებს მათ ტექსტის
შინაარსის უკეთ გაგებას. ვთხოვ შეეცადონ
შეუსაბამონ ტექსტში მონიშნულ უცხო სიტყვებს ქართული ანალოგი (კონტექსტიდან გამომდინარე)
და ჩაიტანონ ლექსიკონში ( evaporation
- აორთქლება
; condensation-გაგრილება ; precipitation-ნალექი
... collection -შეგროვება.)
|
სტრატეგია
კითხვის დროს-დეტალური კითხვა
|
ინდივიდუალური
|
პოვერპოინტში აწყობილი უცხო ტექსტი, შესაბამისი
მოძრავი ილუსტრაციებით.
სიტყვის
განმარტების ცხრილი.
|
8
წთ.
|
5.
|
ტექსტში
არსებული ინფორმაციის შესაბამება ილუსტრაციასთან და წყლის წრებრუნვის სქემის შექმნა
აქტივობის მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს
ტექსტში არსებული შერჩეული ინფორმაცია შეუსაბამოს
შესაბამის ილუსტრაციას და ააგოს წყლის
წრებრუნვის სქემა.
აქტივობის აღწერა:
ტექსტის
წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ იმუშაონ გჯუფებში. თითოეულ გჯუფს ვაძლევ ფლიპჩარტებს, ტექსტის ჰენდაუტებსა
და ილუსტრაციებს (რომელზედაც ასახულია წყლის
წრებრუნვის სტადიები ცალცალკე) . ასევე ვურიგებ "ჯგუფის მუშაობის თვითშეფასების რუბრიკებს. მოსწავლეები
ილუსტრაციას შეუსაბამებენ შესაბამის
სათაურს და დაიტანენ ფლიფჩარტზე ისე
რომ შეიკრას წყლის წრებრუნვის დიდი ციკლი.( დავალების შესასრულებლად შეუძლიათ დაიხმარონ დაფაზე მათ მიერ აგებული წყლის წრებრუნვის მოდელი) ტექსტში
იპოვიან მათი ჯგუფისათვის შერჩეულ
წყლის წრებრუნვის სტადიის შესაბამის ინფორმაციას და დაიტანენ ფლიპჩარტზე. შეავსებენ "ჯგუფის მუშაობის თვითშეფასების რუბრიკას.
|
სტრატეგია
კითხვის შემგეგ-Matching-
დაკავშირება
დეტალური
წერა
|
ჯგუფური
მუშაობა
|
ტექსტის
ჰენდაუტები, (დანართი 3) ფლიპჩარტები,
მარკერები,
ილუსტრაციები,
წებო,
დავალების
ბარათები,
ჯგუფის
მუშაობის თვითშეფასების რუბრიკა (დანართი
2)
|
7
წთ.
|
6.
|
პრეზენტაცია
ატივობის მიზანი:
მოსწავლეთა მიერ გაწეული მუშაობის შედეგის წარდგენა
აქტივობის აღწერა:
დროის
ლიმიტის ამოწურვის შემდეგ პრეზენტატორებს ვთხოვ წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევრები. ჯგუფის მიერ არჩეული პრეზენტატორები წარმოადგენენ პრეზენტაციებს. ასევე მათ ნამუშევრებს შეაფასებენ "ჯგუფის მუშაობის თვითშეფასების რუბრიკის " დახმარებით.
|
ვერბალური
ახსნა
|
მთელი
კლასი
ჯგუფური
|
მოსწავლეთა
მიერ შექმნილი პოსტერები
შევსებული
თვითშეფასების კითხვარები (დანართი 2)
|
10
წთ.
|
7
|
შეფასება
აქტივობის აღწერა: თითოეული
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჯგუფებს ვაძლევ
უკუკავშირს და ვაფასებ განმავითარებელი
შეფასებით (წინასწარ შემუშავებული ჯგუფური
სამუშაოს შეფასების რუბრიკით)
|
განმავითარებელი
|
ჯგუფური
და ინდივიდუალური
|
შეფასების
რუბრიკა
(დანართი1)
|
2
წთ.
|
დანართი1
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
Excellent
|
Good
|
Needs improvement
|
თანამშრომლობა
|
ჯგუფის
ყველა წევრი აქტიურად არის ჩართული დავალების შესრულებაში
|
ჯგუფის
მხოლოდ ერთი ან ორი წევრი აქტიურობს დავალების შესრულების დროს
|
ჯგუფის
წევრები თითქმის არ თანამშრომლობენ
|
დროის ლიმიტი
|
ჯგუფის
წევრები იცავენ დროის ლიმიტს (მოცემულ დროში ამთავრებენ სამუშაოს)
|
ჯგუფი
ბოლომდე ვერ იცავს დროის ლიმიტს (მცირედი დავალება დარჩათ შეუსრულებელი)
|
ჯგუფი
ვერ იცავს დროის ლიმიტს(დროულად ვერ მოხერხდა დავალების ბოლომდე
შესრულება)
|
გამოყენებული
ლექსიკური ერთეულები
|
გამოყენებული ლექსიკური ერთეულები სრულად პასუხობს
მოცემულ დავალებას
|
გამოყენებული ლექსიკური ერთეულები ნაწილობრივ პასუხობს
მოცემულ დავალებას
|
გამოყენებული ლექსიკური ერთეულები ვერ პასუხობს მოცემულ
დავალებას
|
ახალი ლექსიკური
ერთეულების დაკავშირება შესაბამის ილუსტრაციასთან
|
მოსწავლეებმა სწორად დააკავშირეს ახალი ლექსიკური
ერთეულები შესაბამის ილუსტრაციებთან.
|
მოსწავლეებმა დაუშვეს ცოტა შეცდომა ახალი ლექსიკური
ერთეულების დაკავშირებისას შესაბამის ილუსტრაციასთან.
|
მოსწავლეებმა დაუშვეს შეცდომები ახალი ლექსიკური ერთეულების დაკავშირებისას
შესაბამის ილუსტრაციასთან.
|
წყლის წრებრუნვის
სქემატურად აგება
|
მოსწავლეებმა შეძლეს წყლის წრებრუნვის სწორად აგება
|
მოსწავლეებმა დაუშვეს ცოტა შეცდომა წყლის წრებრუნვის სქემის აგებისას
|
მოსწავლეებმა ვერ შეძლეს წყლის წრებრუნვის სქემის
აგება
|
დანართი 2
მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკა
ჯგუფის მუშაობის თვითშეფასების რუბრიკა
|
|||
ჯგუფის
ყველა წევრი აქტიურად ვიყავით ჩართული დავალების შესრულებაში
|
😊
|
😐
|
🙁
|
დავიცავით
დროის ლიმიტი (მოცემულ დროში დავასრულეთ სამუშაო)
|
😊
|
😐
|
🙁
|
გამოვიყენეთ ახალი ლექსიკური ერთეულები
|
😊
|
😐
|
🙁
|
დავაკავშირეთ შესაბამის ილუსტრაციასთან
|
😊
|
😐
|
🙁
|
შევქმნენით
წყლის წრებრუნვის სქემა
|
😊
|
😐
|
🙁
|
დანართი 3
The Water Cycle
It starts in the pond, where the heat of
the Sun turns water into vapor. Vapor (steam) is tiny droplets of water which
goes up in the air. This process is
called evaporation.
Water vapor moves up in the sky to make
clouds. Then it cools down in the air and becomes liquid water droplets . This
is called condensation. When the
cloud becomes full of water droplets, it becomes heavy and it is very difficult
to hold. The water droplets begin to fall from the cloud as rain, sleet, hail
or snow. It is called precipitation.
Water that falls as rain, sleet, hail or
snow collects (come together) in the oceans, rivers, lakes, ponds and streams.
Sometimes it goes down into the ground.
This process is called collection
.
The water cycle is the process by which
water moves from the Earth to the air and then back to the ground again.
No comments:
Post a Comment