კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ბლოგზე!

7 რჩევა ინგლისური ენის შესწავლის მსურველებს


ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ ინგლისურის მაღალ დონეზე შესასწავლად აუცილებელია, იცხოვროთ უცხო ქვეყანაში, გყავდეთ უცხოელი ახლო მეგობარი ან ღამეები ათენოთ გრამატიკის მოსაწყენ წიგნთან ერთად… თუმცა, საკმაოდ წარმატებულად შეძლებთ ინგლისურის ათვისებას, თუ მომდევნო მარტივ წესებს გაითვალისწინებთ.
1.დამშვიდდით და ისიამოვნეთ საუბრით
ნუ შეგეშინდებათ შეცდომების დაშვების, როცა ინგლისურად საუბრობთ. იმის ალბათობა, რომ უცხო ენაზე მეტყველებისას შეცდომას დაუშვებთ, ნამდვილად არსებობს. მთავარია, რომ შეცდომებზე ისწავლოთ. ჩვილი ბავშვები სიარულს დაცემის გარეშე ვერ სწავლობენ!
2. დააკვირდით, თუ როგორ სწავლობთ
უახლესი კვლევები ადასტურებს, რომ თითოეული ჩვენგანი სწავლის სხვადასხვა გზას ანიჭებს უპირატესობას. თუ თქვენ ვიზუალური შემეცნების ინტელექტის კატეგორიას მიეკუთვნებით, ესე იგი თქვენ ადვილად დააკავშირებთ ენას სურათებთან და გამოსახულებებთან. ამ შემთხევაში უყურეთ ფილმებს სუბტიტრებით, წარმოიდგინეთ თავი სხვადასხვა ვიზუალურ გარემოში ინგლისურად მეტყველებისას და უცხო სიტყვები გონებაში სურათებთან დააკავშირეთ.
თუ თქვენ სმენითი მეხსიერება გაქვთ, მაშინ სწავლას გაგიოლებთ მუსიკის რაც შეიძლება ხშირად მოსმენა და ფილმების ინგლისურად ყურება.
ანალიტიკური აზროვნების მქონე ადამიანებისათვის გაცილებით იოლია გრამატიკის შესწავლა და მაგალითად ვიეტნამური ენის შედარება ინგლისურთან.
ინტერაქტიული სტილის მქონე ადამიანებისთვის საჭიროა, რომ მეტი დრო გაატარონ სხვებთან საუბარში, ენის საკითხების განხილვასა და ზოგადად, გუნდში მუშაობაში. იმისათვის, რომ იყოთ წარმატებული ენის შესწავლაში, აუცილებელია, შეიცნოთ თქვენი ტიპი. სამწუხაროდ, მსოფლიოში ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი იძულებულია, ისწავლოს ტრადიციული სწავლების მეთოდებით, რომელიც გათვლილია ძირითადად ანალიტიკური და სმენითი სტილის მქონე ადამიანებზე.

3. იმუშავეთ მეხსიერების გაუმჯობესებაზე
არსებობს ძალიან ბევრი წიგნი, რომელშიც განხილულია მეხსიერების გაუმჯობესების მეთოდები. ეს ძალიან საყურადღებო უნარია, რომელსაც წარმატებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

4. იმუშავეთ საკუთარ თავზე
ერთხელ ვეწვიე ესპანელ სტუდენტს, რომელიც ამავე დროს იყო საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი. მისი სახლი სავსე იყო ყვითელი სტიკერებით, რომლზეც უცხო სიტყვები ჰქონდა ჩამოწერილი. ყოველთვის, როცა სამზარეულოში შევიდოდა ყავის დასალევად, აბაზანაში პირის გასაპარსად, თუ ტელევიზორის გადასართავად, უყურებდა ამ სტიკერებს უცხო სიტყვებით. ამას ის, მუდმივად აკეთებდა. როცა სიტყვა კარგად ჩაებეჭდებოდა მეხსირებაში, სტიკერს ჩამოხსნიდა, ფაილში შეინახავდა და კვირის ბოლოს გადახედავდა. ამ მეთოდით, ის დღეში 10 სიტყვას სწავლობდა, კვირაში 7 დღე. გამოიყენეთ ნებისმიერი შანსი ინგლისურად კითხვის, მოსმენისა და მეტყველების! ცნობილი მუსიკოსები და ფეხბურთელები თავიანთ უნარებს მუდმივად ავარჯიშებენ. იგივე მიდგომა უნდა ვიქონიოთ უცხო ენის შესწავლისასაც.

5. იქონიეთ კომუნიკაცია სხვებთან
ვიცნობ ქალბატონს, რომელიც ჰანოისთან ახლო მდებარე პატარა სოფლიდან კვირაში სამჯერ მიდის მოტოციკლეტით დანიშნულების პუნქტამდე, სადაც 2 საათის განმავლობაში საუბრობს ინგლისურად მეგობრებთან ბრიტანეთში, ავსტრალიასა და ამერიკაში. მისი დანიშნულების პუნქტი კი არის უახლოეს პატარა ქალაქში მდებარე ინტერნეტ კაფე, რომელიც აღჭურვილია აუდიო ჩატის აპარატურით. როცა ის გავიცანი, მას პირისპირ არცერთ უცხოელთან არ ჰქონდა ნალაპარაკები, მაგრამ ორი თვის პრაქტიკით უკვე შეეძლო ჩემთან ინგლისურად საუბრის გაბმა.
ინტერნეტმა ძალიან ბევრი საშუალება მისცა ენების შესწავლის მსურველებს. დაინტერესებული ადამიანი ადვილად მოძებნის ბევრ კარგ საიტს, სადაც შეძლებს ინგლისურის გრამატიკის, ლექსიკის, სმენითი აღქმის, პუნქტუაციისა და ახლა უკვე საუბრის გაუმჯობესებას და ვარჯიშს.
6. სისტემატურად იზრუნეთ ლექსიკის გამდიდრებაზე
გახსოვდეთ, რომ ინგლისურის შესწავლა მხოლოდ გრამატიკის ცოდნას არ გულისხმობს. საუბრისას, აზრის ჩამოყალიბებას ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი ლექსიკის გამოყენებით ვახერხებთ, იქნება ეს ასოციაციები თუ ფრაზები. ყურადღება მიაქციეთ ახალი სიტყვების ჩანიშვნას თქვენს რვეულში. ნუ ჩამოწერთ ახალი სიტყვების ერთიან უსასრულო სიას. დაანაწილეთ სიტყვები სექციებად. მაგალითად ასე:
• თემატური გვერდები: shopping, holidays, money
• არსებითი სახელები და ზმნები, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება აზრობრივად: do your homework; make a cake.
• გამოთქმები, რომლებშიც იგივე სიტყვაა გამოყენებული: overweight, to get over something, over the moon
• ფრაზული ზმნები: to grow up, to tell off, to look after
• დამკვიდრებული გამონათქვამები: on the other hand, in my opinion, by the way
• იდიომები: once in a blue moon, to be over the moon, out of the blue
• ფრაზები წინდებულებით:at night, at the weekend, in March, in 1988
და ბოლოს
7. იყავით მოტივირებული: ნუ გადადებთ ხვალისთვის იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ
ლონდონში მყავდა ტაილანდელი მეგობარი, რომელიც ბრიტანულ უნივერსიტეტში სწავლობდა სამოდელო დიზაინს. იგი ინგლისურად შესანიშნავად საუბრობდა. მან ერთხელ მითხრა, რომ 15 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ მოდის დიზანი შეესწავლა გაერთიანებულ სამეფოში. მალევე გაარკვია, IELTS-ის რამდენი ქულა იყო საჭირო ამისათვის და მაშინვე შეუდგა მეცადინეობას. როცა 19 წლის გახდა და სასწავლებლად გამგზავრება გადაწყვიტა, ის უკვე მზად იყო ამისათვის. ადრეულ ასაკში ენის შესწავლის დაწყება ჭკვიანური ნაბიჯი აღმოჩნდა: როცა ერთი წლის შემდომ ის ტაილანდში დაბრუნდა, მისი მეგობრები ჯერ კიდევ ითვისებდნენ ენას და ელოდებოდნენ საზღვარგარეთ სწავლას. ეს გოგონა კი უკვე თავისუფლად ფლობს ენას, არის პროფესიონალი და დაიწყო პროფესიული კარიერა.
წყარო:http://www.britishcouncil.org

No comments: